ილონ მასკი: რუმინეთში დააკავეს ადამიანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ეს ძალიან ქაოსურია

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს დაკავებას გამოეხმაურა.

ილონ მასკი

მისი თქმით, დააკავეს ადამიანი, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

„ახლახან დააკავეს ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ძალიან ქაოსურია“, – წერს ილონ მასკი.