ტრამპის ადმინისტრაცია “იუესაიდის” კონტრაქტების 90%-ს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტების 90%-ს აუქმებს.

“ასოშეიტედ პრესის? ინფორმაციით, საუბარია 60 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც უცხოეთის ქვეყნების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

სააგენტოს ცნობით, სახსრების შემცირების შემდეგ “იუესაიდის” მხოლოდ პროექტების მცირე ნაწილის გადარჩენას შეძლებს.