„საქმე გვაქვს შეპყრობილ სექტასთან“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის დეზინფორმაციის კამპანიას.
მისი თქმით, ეს ადამიანები ყოველდღიურად ელოდებიან, ვინმე დაშავდეს და ამაზე ააგონ სპეკულაციური კამპანიები.
„კასტა ჩამოყალიბდა ასეთი, სექტა, რომლებიც დილას რომ დგებიან ლოცულობენ, რომ იქნებ ვინმე არის დაშავებული. იქნებ სადმე სისხლია დაღვრილი. ჩვენ საქმე გვაქვს შეპყრობილ სექტასთან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.