ბელარუსიაში საბოლოოდ იმარჯვებს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ეს გამარჯვება ლიბერალიზმის დამარცხებას ნიშნავს.
ლიბერალების მიერ პროვოკაციულად შემოგდებული „ქალთა მარშის“ სანაცვლოდ, რომლის მიზანი იყო, „რევოლუციონერი“ კაცები ასეთივე ქალების ზურგს უკან დამალულიყვნენ და პოლიციას ქალები ეცემა, 17 სექტემბერს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში მთელი ბელარუსიიდან ჩამოვიდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლები და უზარმაზარი მიტინგი გამართეს სახელწოდებით „ბელარუსიის მხარდასაჭერად!“ ღონისძიებაზე გამოვიდა ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი, ხოლო კულმინაცია იყო თვით ალექსანდრე ლუკაშენკოს გამოსვლა სცენაზე.
ფორუმზე ლუკაშენკომ კვლავ გაიმეორა ფრაზა „საყვარლის შენარჩუნებაზე“ (“удержание любимой”): „ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ამ ძველი ისტორიის მქონე ბელარუსმა ხალხმა პირველად მიიღო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ვიცი, რომ ჩვენ მდიდრულად არ ვცხოვრობთ; მაგრამ ჩვენ არც მათხოვრები არ ვართ! და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს ქვეყანა. თუკი ჩვენ ახლა შევდრკებით და მიწის ამ ნაგლეჯს დავთმობთ, დავიღუპებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც დაიღუპებიან. ამიტომ მე გეთანხმებით – ბელორუსია არ უნდა დავთმოთ! ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ხოლო საყვარელს არ თმობენ!“ – ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა მონაზონს, იღუმენია გავრიილას, გროდნოს ქალთა მონასტრის წინამძღვარს. მონაზონმა აღნიშნა, რომ ეკლესია პოლიტიკაზე მაღლა დგას, მაგრამ თავის სიტყვას იტყვის. „მოდით, გავიაზროთ, რომელი „თავისუფლებისკენ“ გვექაჩებიან და რომელი გარდაქმნები სურთ? ეს ის „თავისუფლებაა“, როდესაც ბავშვმა სრულწლოვნებამდე არ იცის, ვინ ჰყავთ მშობლებს – ვაჟიშვილი თუ ქალიშვილი, როდესაც მშობლებს წმინდა სიტყვების – „დედა“ და „მამა“ ნაცვლად ეძახიან „მშობელი ნომერი ერთი“ და „მშობელი ნომერი ორი“. ეს ის ვითომ-თავისუფლებაა, როდესაც ინტერნეტშ, სადაც უამრავი ბოროტება იღვრება, ორგანიზაცია „ნექსტა“ და მათი კურატორები ხალხს მოუწოდებენ გაფიცვებისკენ, სამართალდარღვევებისკენ, შეურაცხყოფისკენ და თვით ლინჩისკენ ხელისუფლების და სამართალდამცავების, დეპუტატებისა და ჩვენი, კანონმორჩილი მოქალაქეების მიმართ. ეს ის ვითომ-თავისუფლებაა, როდესაც ერთი შეხედვით უწყინარი ქალები, სოლიდარობის მიზნით, თაიგულებითა და თეთრი ბაფთებით, ზემოთ აპყრობილი ხელებით გამოხატავენ აზრს. მაგრამ მათი დაწყობილი თითები გვაგონებენ დესტრუქციული სექტების ლიდერების ჟესტიკულაციას. დამიჯერეთ, ასე მხოლოდ სექტანტები დადიან და ასეთ ნიშნებს აჩვენებენ“ – ასე მიმართა ხალხს იღუმენია გავრიილამ. მან ასევე ახსენა ამბოხის მსურველთა „ვენესუელური სცენარის“ გატარების მცდელობა, მათი ბოროტი მიზნები.
ღონისძიება კონცერტის თანხლებით ჩატარდა, რომელზეც ცნობილი ბელარუსი და რუსი შემსრულებლები გამოვიდნენ. რუსებს შორის იყვნენ ყველასთვის კარგად ცნობილი ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ ბუინოვი, ანიტა ცოი, დიანა ღურწკაია, ფილიპ კირკოროვი… მათ ასევე გადაიღეს მუსიკალური კლიპი, რომელსაც სახელად ჰქვია „საყვარელს არ თმობენ!“
ბელარუსებიდან კლიპში ჩაწერილები არიან იდინა დოროფეევა, რუსლან ალეხნო, ჯგუფი „ბელარუსები“, დები გრუზდევები, ანატოლი იარმოლენკო და სხვები. კლიპის ტექსტი რუსულად ასე ჟღერს:
Здесь мое небо, мой дом, мое сердце.
Здесь все родное и близкое с детства.
Я люблю всей душою землю свою.
Здесь мы живем, будут жить наши дети
В мире, любви и согласии – вместе.
Просто знай – любимую не отдают!
ქვემოთ გთავაზობთ ამ კლიპისა და მინსკში გამართული ღონისძიების ამსახველ ვიდეოებს. ბოლოსდაბოლოს, ბელარუსიაში საღმა აზრმა გაიმარჯვა. ლიბერალური შემოტევა დასავლეთიდან მოგერიებულია.
დაე საქართველოს გადასხმოდეს ბელარუსიის წყალი!