ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანჭათში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივი ანუკა ოდიშელიძე ამბობს, სოფელში გარდაცვლილია ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, თამარ ნინიძე და საკუთარი შვილის ცხედრის დატირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს მისი ასაკოვანი დედა, და და 14 წლის შვილი. ისინი სხვა სოფლიდან გამოსვლას და გარდაცვლილის სახლში მისვლას ვერ ახერხებენ.
„სოფელ ჭანჭათში არის ყველასათვის საყვარელი ქალბატონის, თამარ ნინიძის ცხედარი. გახლავთ პედაგოგი, მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ავადობდა ქალბატონი თამარი და დიდთოვლობამდე გადაყვანილი იყო ბათუმში, კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ 24 месяца. სოფელში უკვე 2 მეტრი თოვლი იყო, მის სახლამდე მისასვლელი გზა გაუკვალავი და ადგილობრივმა ბიჭებმა ფეხით იარეს ამ გაუკვალავ გზაზე და ძლივს მოიყვანეს გარდაცვლილი სახლში. მაშინაც ვითხოვდით გზის გაწმენდას, მაგრამ ვერ გაიწმინდა გზა. ერთი კილომეტრი გაუკვალავ გზაზე იარეს ბიჭებმა და ჩვენი საყვარელი მასწავლებელი მიასვენეს Да, конечно.
ზუსტი ასაკი არ ვიცი, ალბათ 55 лет назад. სახლშია დასვენებული და სახლშია მხოლოდ მისი მეუღლე. სხვა ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა სახლამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ქალბატონი თამარის ერთადერთი 14 дней ლანჩხუთის სოფელ ნაგომარში იყო ბებოსთან და დეიდასთან ერთად. ამ ტრაგედიის შემდეგ ცდილობენ იქ მისვლას, მაგრამ ვერ ახერხებენ უგზოობის გამო. დედა ასაკოვანია და ფეხით გადაადგილებას ვერ შეძლებს.
დღესაც ვესაუბრე დილის 9 საათიც არ იყო გამგებელს, მითხრა, ტრაქტორიც რომელიც გამოგზავნეს გაგვიფუჭდაო და შუა დღიდან ალბათ შევუდგებით გზის გაწმენდასო. გზის წმენდა გვერდითა სოფლებიდან უნდა დაიწყოს, რომ ჩვენამდე მოვიდნენ. სანამ დაკრძალვის საკითხი მოგვარდება, ჭირისუფალმა ხომ უნდა შეძლოს ერთად ყოფნა და გარდაცვლილის დატირება. ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო.
იქნებ ამ ოჯახს დაეხმარონ, იქნებ დედა, შვილი და და მიიყვანონ სახლამდე, რომ დაიტირონ. ვუსამძიმრებ ოჯახის ყველა წევრს. იმედია გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ მძიმე დღეებში დაეხმარებიან ოჯახს”, – განუცხადა “ამბებს” ანუკა ოდიშელიძემ.
ambebi.ge