ვლადიმირ პუტინი: ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა უარყოს წინამორბედების მრავალი ე.წ. წესები, რამაც საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია! დასავლური ელიტების სურვილია, შეინარჩუნონ არასტაბილურობა მსოფლიოში და შეეცდონ, შეაფერხონ რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტი გარკვეულ იმედებს აღძრავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლური ელიტების სურვილია, შეინარჩუნონ არასტაბილურობა მსოფლიოში და შეეცდონ, შეაფერხონ რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შექმნეს პირობები სერიოზული საერთაშორისო დიალოგის დასაწყებად.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქმედებებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მათი შიდა მოწყობა დაიშალა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ამჟამინდელმა პარტნიორებმა გამოიჩინონ პრაგმატიზმი, საგნების რეალისტური ხედვა და უარყონ თავიანთი წინამორბედების მრავალი სტერეოტიპი, ე.წ. წესები და მესიანური იდეოლოგიური კლიშეები, რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია საერთაშორისო ურთიერთობების მთელი სისტემის კრიზისი. და, ფაქტობრივად, მე და თქვენ ამას ვხედავთ, თვით დასავლურმა საზოგადოებამ შიგნიდან დაიწყო დაშლა. ამას მოწმობს მრავალი დასავლური ქვეყნის ეკონომიკაში და საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემები. ამას ჩვენ ყველა ვხედავთ და ეს განსაკუთრებით ვლინდება ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკური მოვლენების მსვლელობისას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.