ტრამპის ოქროს ქანდაკება, დასვენება და გართობა თავდავიწყებით – როგორია ტრამპის ხედვა ღაზის მომავალზე?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მე­ლიც ასა­ხავს ტრამ­პის ხედ­ვას ღა­ზას მო­მავ­ლის შე­სა­ხებ.

ტრამპის ოქროს ქანდაკება, დასვენება და გართობა თავდავიწყებით - როგორია ტრამპის ხედვა ღაზის მომავალზე?

30-წა­მი­ა­ნი ვი­დე­ორ­გო­ლი იწყე­ბა ომის­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ღა­ზის ჩვე­ნე­ბით. ეს სცე­ნა კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად იც­ვლე­ბა და ჩანს, რომ ეს ად­გი­ლი მზი­ან კუ­რორ­ტად გარ­და­იქ­მნე­ბა.

“დო­ნალდ ტრამ­პი ათა­ვი­სუფ­ლებს – აღარ არის გვი­რა­ბე­ბი, აღარ არის შიში, ტრამ­პის ღაზა სა­ბო­ლო­ოდ აქ არის“, – ასე­თია ვი­დე­ოს აღ­წე­რა.

ვი­დე­ო­ში ჩანს ოქ­როს “Trump Gaza” შე­ნო­ბა, ისე­ვე რო­გორც ტრამ­პის ოქ­როს ქან­და­კე­ბა.

ნაჩ­ვე­ნე­ბია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ნა­პი­რო ზოლი, რო­მე­ლიც გა­ფორ­მე­ბუ­ლია პალ­მე­ბით, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცი­თა და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბით.

ვი­დე­ოს ერთ მო­მენ­ტში დო­ნალდ ტრამ­პი მო­ცეკ­ვა­ვე ქალ­თან ერ­თად ერ­თო­ბა, ერ­თგან კი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს­თან ერ­თად ირუ­ჯე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ღა­ზის შე­ძე­ნას აპი­რებს. მისი თქმით, ტე­რი­ტო­რია უნდა გა­და­იქ­ცეს გან­ვი­თა­რე­ბულ რე­გი­ო­ნად, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან შეძ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბას.

“ვა­პი­რებ ღა­ზის შე­ძე­ნა­სა და ფლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მის აღ­დგე­ნას, შე­საძ­ლოა, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს მივ­ცეთ მისი ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, ჩვე­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. თუმ­ცა ჩვენ გვსურს მისი ფლო­ბა, აღე­ბა და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ “ჰა­მა­სი“ უკან არ დაბ­რუნ­დეს”, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

წყა­რო