დონალდ ტრამპი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება

„უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება“, – ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

როგორც ტრამპმა აღნიშნა, „იშვიათი წიაღესეულის შესახებ შეთანხმება“ შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ახლა მე რომ ვთქვა, რომ ამაზე ვიმუშავებთ – უყურეთ, ეს არ მოხდება. ბაიდენმა თქვა ეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვცდით, მაგრამ ეს არის ის, რაც არ მოხდება,“ – აცხადებს ტრამპი.