კაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია.

კაია კალასი

„ეს ბრალდებები საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს რუსული ნარატივია, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ“, – განაცხადა კალასმა.

„ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რასაც ის მოისურვებს დამატებით იმისთვის, რაც უკვე ჩაიდინა უკრაინაში – მოახდინა ტერიტორიების ანექსია, ოკუპაცია. დაფიქრდით, აქ, ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ უსამა ბენ ლადენთან დასხდებოდით და ჰკითხავდით: „კარგი, კიდევ რას ინებებთ?“ ეს წარმოუდგენელია“, – ხაზგასმით აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება“.