უკრაინაზე ამერიკიდან ენერგეტიკული და ეკონომიკური ზეწოლა დაიწყო – უკვე გაუქმდა ასობით მილიონი დოლარის დახმარებისა და ინვესტირების პროგრამები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე კვირაში უკრაინის ენერგოქსელის აღსადგენად “იუესაიდის” მხარდაჭერის პროგრამა გააუქმა. ამის შესახებ „ენბისინიუსს“ ორმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ეს არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა უკრაინის ენერგოსექტორში, რათა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან განადგურებული ინფრასტრუქტურა აღედგინათ.

ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოსცა განკარგულება, რომ გაუქმდეს პროგრამა, რომელიც „ფინანსური სექტორის რეფორმის საქმიანობაზე“ იყო ორიენტირებული.