ნორვეგიელებმა ტრამპს სილა გააწნეს: “აშშ სამხედროები ერთ ლიტრ საწვავსაც ვერ მიიღებენ, სანამ ტრამპი იქნება!”

ნორვეგიული ნათობკომპანია Haltbakk Bunkers წყვეტს ამერიკელი სამხედროების საწვავით მომარაგებას. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის შემდეგ, როდესაც ამერიკელმა მასპინძლებმა და უკრაინელმა სტუმარმა ერთმანეთს “დასცხეს”.

“როგორც თქვენ ალბათ ხვდებით, არც ერთ ლიტრ საწვავს არ მივაწვდით, სანამ ტრამპი არ წავა” – განაცხადა Kystens Næringsliv-სთან ინტერვიუში კომპანიის მფლობელმა გუნარ გრანმა, რომელსაც რუსეთთანაც აქვს თანამშრომლობა გაწყვეტილი.

“ამით ჩვენმა კომპანიამ დამატებითი შემოსავლები დაკარგა, რადგან ვითარებით კონკურენტებმა ისარგებლეს. ჩვენ საკმაოდ დიდი ფული დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მორალური პრინციპები. აშშ ამიერიდან გამორიცხულია ჩვენს კლიენტებს შორის, უკრაინელთა მიმართ მათი ქცევის გამო” – დაასკვნა გრანმა.

DW