„რუსეთი და შეერთებული შტატები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, სანამ არ აღადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულ ფუნქციონირებას,“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, იტყობინება რია ნოვოსტი.
პესკოვის თქმით, დიპლომატიური მისიების მუშაობა სრულად უნდა აღდგეს.
18 თებერვალს, ერ-რიადში, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების პირველი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც ოთხსაათნახევარი გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება და მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების მუშაობის აღდგენა.
27 თებერვალს სტამბოლში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრის მეორე რაუნდი შედგა, რომელიც ექვსსაათნახევარს გაგრძელდა.