„შეწყვიტეთ კაცების არაფრის გამო დასახოცად გაგზავნა“ – მასკი რუსეთ-უკრაინის ომზე

„შეწყვიტეთ კაცების არაფრის გამო დასახოცად გაგზავნა, საკმარისია“, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ  ქსელში წერს.

ამერიკელი მილიარდერი

მასკი წერს, რომ ამაზე 2 წლის წინ საუბრობდა და ძველ პოსტს აზიარებს, სადაც წერს, რომ უკრაინელი და რუსი ახალგაზრდები, ტერიტორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, სანგრებში იხოცებიან.