დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტრამპს ზელენსკის მიმართ დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას „არასწორი“ უწოდა, – ამის შესახებ Politico წერს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის „თავდასხმები“ ზელენსკის მიმართ.

მისი თქმით, მისთვის „ძალიან რთული“ იყო 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დაპირისპირების ყურება.

„მას დიქტატორს უწოდებდნენ, ამბობდნენ, რომ მან დაიწყო ეს ომი, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა სუნაკმა.

სუნაკი ორჯერ ეწვია უკრაინას, როგორც პრემიერ-მინისტრი და იყო კიევის მთავარი მხარდამჭერი მისი მმართველობის პერიოდში. ეს პოლიტიკა გაგრძელდა მისი მემკვიდრის,  კირ სტარმერის დროს.

სუნაკმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე.