არგენტინის პრეზიდენტის შემდეგ ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები იტალიის პრემიერმაც წაშალა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ერთობლივი ფოტოები წაშალა.

ჯორჯია მელონი

მელონისა და ზელენსკის ფოტოები არ იძებნება იტალიის პრემიერის არც Facebook და არც X-ის გვერდებზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს სამი დღის წინ შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ მელონი არის მსოფლიოში მეორე ლიდერი, რომელმაც ზელენსკისთან გადაღებული ფოტოები წაშალა. პირველი იყო არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი. არგენტინის ლიდერმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 თებერვალს თეთრის სახლის ოვალურ ოფისში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.