ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას შეხვდება. აღნიშნულის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

პესკოვის განცხადებით, პუტინი-გუნბას შეხვედრა კრემლში გაიმართება.

„ველოდებით ახლად არჩეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, ახლად არჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა გუნბამ, 4 მარტს პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისთვის საკვანძო საკითხს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები წარმოადგენს.

1-ელ მარტს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მოსკოვის ფავორიტმა გუნბამ ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.

მისი კონკურენტი იყო „ოპოზიციონერი“ ადგურ არძინბა.