თამაზ მეჭიაურის მძღოლის, გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.
„ღამის განმავლობაში, გართულებას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველით ნევროლოგიურ შედეგებს, თუ დინამიკაში, მკურნალობის ფონზე, რა შედეგებს მივიღებთ“ – განაცხადა ექიმმა ალექსანდრე კაკაურიძემ.
შეგახსნებთ ოჯახი მომხდარში თიანეთის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს ზურაბ ბექაურს ადანაშაულებს, რომელიც ასევე, თამაზ მეჭიაურის გუნდის წვერია. გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
“იმედინიუსი”