ლუკაშენკო: რუსეთი „არასდროს დათანხმდება“ უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას

ბელორუსიის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთი „არასდროს დათანხმდება“ უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას.

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბლოგერ მარიო ნაუფალთან ინტერვიუში, ლუკაშენკომ შეაქო პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პირდაპირი მიდგომა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად.

როგორც ბელორუსიის ლიდერმა აღნიშნა,ნებისმიერ წინადადებას, რომელიც უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას გულისხმობს, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

„რუსეთი არასოდეს დათანხმდება ამას. ყოველ შემთხვევაში, ეს არის რუსეთის პოზიცია დღეს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, გერმანია და საფრანგეთი, ამჟამად ძალიან აგრესიულ პოზიციას იკავებს“, – აღნიშნავს ლუკაშენკო.