ტრამპმა მექსიკიდან და კანადიდან ავტომობილების იმპორტზე ტარიფები დროებით გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ახლახან დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით გამონაკლისს დაუშვებს და ამერიკელ ავტომწარმოებლებს ტარიფებისგან ერთი თვით „გაათავისუფლებს“.

აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკასა და კანადას ყველა იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რომელიც 4 მარტიდან  ამოქმედდა, ჩინურ საქონელზე კი ტრამპმა გადასახადები 20%-მდე გააორმაგა.

თუმცა, თეთრმა სახლმა 5 მარტს განაცხადა, რომ Ford-თან, General Motors-თან და Stellantis-თან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპი დაუშვებს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის ტარიფებისგან ერთთვიან გათავისუფლებას.

ტარიფები მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის ჩრდილოეთ ამერიკელ ავტომწარმოებლებს, რომლებიც მანქანებს სამივე ქვეყანაში აწყობენ.