ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ბატონმა ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა, პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და ვინიცის, იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე” – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავამ სოფელ განმუხურში განაცხადა.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ბატონმა ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა, პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და ვინიცის, იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე.
დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს.
ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის.
ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

“აიპრესი”