ვლადიმირ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ელჩად დანიშვნამდე დიპლომატი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

ალექსანდრე დარჩიევი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმება, რომ უზრუნველყოფილი იყოს აშშ-ში რუსეთის ელჩის და რუსეთში აშშ-ის ელჩის დანიშვნა, მიღწეული იქნა 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებზე.

რუსეთის ფედერაციის წინა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონში მისია 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონმა მოსკოვს გადასცა ოფიციალური ნოტა აგრემანით, დარჩიევის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, 27 თებერვალს სტამბოლში.