კრემლი ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებს „უკიდურესად კონფრონტაციულად“ მიიჩნევს

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებს „უკიდურესად კონფრონტაციულად“ მიიჩნევს.

კრემლი

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ლიდერის განცხადებები ქმნის განცდას, რომ პარიზი ომის გაგრძელებას ცდილობს.

„თუ მაკრონის გამოსვლას წაიკითხავ, გექნება განცდა, რომ საფრანგეთი ნამდვილად ცდილობს ომის გაგრძელებას. უფრო მეტიც, საფრანგეთი უკვე მზადაა გამოიყენოს თავისი ბირთვული იარაღი უსაფრთხოების მიზნებისთვის. ეს უკვე ბირთვული რიტორიკაა, ეს არის პრეტენზია ევროპაში ბირთვული ლიდერობის შესახებ. ეს არის ძალიან, ძალიან კონფრონტაციული“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, მაკრონის გამოსვლა „ძნელად შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა, რომელიც მშვიდობაზე ფიქრობს“.

„უფრო სწორად, ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საფრანგეთი უფრო მეტად ფიქრობს ომზე, ომის გაგრძელებაზე“, – დასძინა პესკოვმა.