ჩვენ ისეთი მშვიდობა გვსურს, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით რუსეთის სიმშვიდეს უზრუნველყოფს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს სხვისი არაფერი უნდა, თუმცა არც საკუთარს დათმობს.
პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ევროპისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა და ბირთვული შეკავების დისკუსიის გახსნის წინადადებით გამოვიდა.
„მშვიდობის ისეთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით უზრუნველყოფს სიმშვიდეს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ.
ზოგი ვერ ისვენებს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის პერიოდში დაბრუნება, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ დასრულდა ეს ყველაფერი. ჩვენი მტრების ყველა შეცდომა იწყებოდა სწორედ იმით, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ რუსი ადამიანის და ზოგადად რუსული კულტურის წარმომადგენლების ხასიათს“, – აცხადებს პუტინი.