ევროპის ინტერესებში უნგრეთის გარიყვა არ შედის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილნამ განაცხადა.
მისი თქმით, საიდუმლო არ არის და უნგრეთმა წინასწარ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე ერთიანობა არ იქნებოდა.
ევიკა სილნამ აღნიშნა, რომ ნაპოვნია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს იმის ჩვენება, რომ ევროკავშირის 26 ქვეყანა თავის პოზიციაში ერთიანია.
„უნგრეთი ნებისმიერ შემთხვევაში არ შეცვლის თავის პოზიციას, ეთანხმება ის თუ არა, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს, რომ ევროპაში იყოს სრულიად მარგინალიზებული ქვეყანა, რომელიც რუსეთისთვის იქნება გადაცემული. უნდა გავიგოთ, ჩვენთვის სტრატეგიულად უკეთესია, რომ მათ შეეძლოთ უფრო მეტად ითანამშრომლონ ევროპასთან, ვიდრე რუსეთთან“, – განაცხადა ევიკა სილნამ.
ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი თანხის გამოყოფის გეგმას. ამასთან, ევროპული საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა.