ჩინეთმა აშშ-ის აგრარულ პროდუქციაზე საჯარიმო ტარიფები დააწესა

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი იწყება. პეკინმა შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საპასუხო საჯარიმო ტარიფები დააწესა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ჩინეთის დროშები

ზოგიერთ პროდუქციაზე ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფები 10-15%-ს შეადგენს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, არც აშშ-მა ჩინეთის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაზარდა.

თებერვლის დასაწყისიდან აშშ-ში ჩინეთის მიერ იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი მოქმედებდა. გასულ კვირას კი ის 20%-მდე გაიზარდა. ამის შემდეგ პეკინმა საპასუხო ზომები მიიღო.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 15%-იანი საბაჟო გადასახადი შეეხება ამერიკიდან იმპორტირებულ ქათმის ხორცს, ხორბალს, სიმინდს და ბამბას. სორგოზე, სოიოზე, ღორის და საქონლის ხორცზე, თევზზე, ხილზე, ბოსტნეულზე და რძის პროდუქტებზე საბაჟო გადასახადი 10%-ს შეადგენს.

აშშ-დან ჩინეთში 10 მარტამდე გაგზავნილ და 12 აპრილამდე ჩასულ პროდუქციას ახალი ტარიფები არ შეეხება.