მასკი: X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით

X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით, – ამის შესახებ ილონ მასკმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ილონ მასკი

„ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასიური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, – აღნიშნა მასკმა.