რუბიო: ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და უკრაინისთვის რთული იქნება, აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, რომ რუსებს უკან დახევა აიძულონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამ ვითარების სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს არ შეუძლიათ, დაიპყრონ მთელი უკრაინა და აშკარაა, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, ნებისმიერი გონივრული დროის პერიოდში აიძულოს რუსები, დაბრუნდნენ უკან იქ, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ დასძინა, რომ მოსკოვთან მომავალ მოლაპარაკებებში აუცილებელი იქნება იმის დადგენა, თუ რის დათმობას აპირებს რუსეთი.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ გავუწევთ სამხედრო დახმარებას რუსებს“, – დასძინა მან.