აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიელი ქურთების დაჯგუფებამ სირიის მთავრობასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
დოკუმენტის თანახმად ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ყველა სამოქალაქო და სამხედრო ინსტიტუტი ინტეგრირებული იქნება სახელმწიფოს ფარგლებში.
ამასთან, სირიელი ქურთების დაჯგუფება თანახმაა, მხარი დაუჭიროს მთავრობას გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლაში.