რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დანიის ხელისუფლებას ურჩია უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის ნაცვლად გრენლანდიის დაცვაზე იფიქრონ.
„ბოდიში მომითხოვია, და გრენლანდიას ვინ დაიცავს? ალბათ დანიაში ჩასული უკრაინელი დევნილები?“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანია მზადაა უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, ოღონდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.