ფილიპინების პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გამოსცა დაკავების ორდერი – დუტერტეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სდებენ ბრალს.
საქმე ეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს – კონკრეტულად კი დუტერტეს რეჟიმის უმკაცრეს პოლიტიკას, რომელსაც ის ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის ატარებდა და რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
-
79 წლის დუტერტე პოლიციამ მანილას აეროპორტში დააკავა, მაშინ როცა დუტერტე სამშობლოში ჰონგ-კონგიდან დაბრუნდა.
დუტერტემ დაკავებამდე ბოდიში მოიხადა ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული იმ სასტიკი დარბევების გამო, რა დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.
- დაკავებისთანავე მან ეჭვქვეშ დააყენა ორდერის გაცემის საფუძველი და იკითხა: “რა დანაშაული ჩავიდინე?”
დუტერტეს პრესსპიკერმა ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას არაკანონიერი უწოდა, რადგან ქვეყანამ 2019 წელს დატოვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მისი აზრით, აღნიშნული სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დაკავება უკანონოა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ როდრიგო დუტერტეს დაკავება ისტორიული მომენტია და მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ “ნარკოომში”.