აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს არ განუხილავს ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქება.
კითხვაზე, იყო თუ არა ევროკავშირთან დისკუსია რუსეთზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: „ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ“.
„ცხადია, ევროპელებს აქვთ სანქციების საკუთარი პაკეტი და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რაზე აპირებენ წასვლას“, – აღნიშნა რუბიომ.
რუბიოს თქმით, ევროპელებს მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საბოლოო გადაწყვეტაში „მათ მიერ დაწესებული სანქციების გამო“.