“ბელარუსი დიდად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა.
- “ჩვენ ძალიან ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს თავიანთი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შეესაბამება ჩვენს მიდგომებს და თქვენ საქართველოში უნდა აკეთოთ ისე, როგორც აკეთებთ – ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია.
ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის აღდგენას მყარ საფუძველს უქმნის ისტორიის საერთო გვერდები, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია, ქართველებსა და ბელარუსებს შორის მეგობრობა. კარგად იცით, რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იყო და ღია რჩება. საქართველოსთან არავითარი პრობლემები არ არის”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, გიორგი საგანელიძე 2023 წლიდან ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ახლა კი ელჩის მისიას იწყებს.