ლავროვი: კიევი შეინარჩუნებს 1991 წლის საზღვრებს, მაგრამ ყირიმის და დონბასის გარეშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ბლოგერებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა შეინარჩუნებს 1991 წლის საზღვრებს, მაგრამ ყირიმისა და დონბასის გარეშე.

სერგეი ლავროვი

მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როცა უკრაინელები იტყუებიან, კარგავენ ტერიტორიებს.

„საზღვრების შესანარჩუნებლად კიევს უნდა შეესრულებინა მინსკის შეთანხმებები. ყოველთვის, როცა იტყუებიან კარგავენ ტერიტორიებს და ეს პროცესი გრძელდება“, – აცხადებს ლავროვი.

ინფორმაციისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში აშშ-სა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასთანხმდა შეერთებული შტატების შეთავაზებას 30- დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.