ვლადიმირ პუტინი: „რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობას შეიძლება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძმური ეწოდოს“

„რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობას შეიძლება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძმური ეწოდოს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსს კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინი ლუკაშენკო

„მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელახლა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თქვენი პირველი ვიზიტი რუსეთში შედგა. რეალურად, ეს გასაგებია, რადგან რუსეთსა და ბელარუსს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ – შეიძლება ითქვას ძმური. დღევანდელი ვიზიტის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მომზადდა ჩვენი ერთობლივი განცხადება, უწყებათაშორისი დოკუმენტები“, – განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, 13 მარტს ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია.