აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრება, თუ ევროკავშირი ვისკიზე დაწესებულ 50%-იან ტარიფს არ გააუქმებს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულმა და არაკეთილსინდისიერმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა ერთადერთი მიზნით – გამოიყენოს შეერთებული შტატები, ახლახან დააწესა ვისკიზე საძაგელი 50%-იანი ტარიფი.
ეს ტარიფი თუ დაუყოვნებლივ არ გაუქმდება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან იმპორტიებულ ყველა სახის ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე. ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში“, – წერს ტრამპი.