Cbsnews-ი 4 კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში შემოღებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებს საშუალებას აძლევდა, განეხორციელებინათ კონკრეტული ტრანზაქციები.
ამ გამონაკლისის გაუქმებით, ბანკებს აღარ აქვთ უფლება, ისარგებლონ აშშ-ის საგადასახადო სისტემებით მსხვილი ენერგეტიკული ტრანზაქციების განსახორციელებლად.
რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სანქციებისაგან, მოიცავდა: „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალურ ბანკს.
„ამერიკულ საბანკო სისტემებზე წვდომის შეზღუდვა სხვა ქვეყნებისთვის გაართულებს რუსული ნავთობის შეძენას,“ – წერს ამერიკული მედია.