დიმიტრი პესკოვი – ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო და მისი მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა

მისი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან გაახმოვანა კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს.

„გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია.

„ორივე მხარეს აქვს გაგება, რომ ასეთი საუბარი აუცილებელია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დრო დადგინდება მას შემდეგ, რაც სტივ უიტკოფი ტრამპს პუტინის გზავნილს გადასცემს.

„საუბრის დროს განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებული ყველა ინფორმაციას თავის სახელმწიფოს მეთაურს გადასცემს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.