უკრაინის ქალაქ ოდესის ცენტრში ცნობილი ნეონაცისტი, რომელიც გახლდათ ორგანიზატორი ოდესის პროფკავშირების სახლში, 2014 წლის 2 მაისს მომხდარ მასობრივ მკვლელობაში, ქუჩაში მოკლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
თვითმხილველების თქმით, მოკლულია აქტივისტი დემიან განული.
„უნიანის“ ცნობით, აქტივისტს უცნობმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამართალდამცველები კაცის მკვლელობის გარემოებებს ადგენენ.
„მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ყველა გარემოება დგინდება. მიმდინარეობს ზომები დამნაშავის დასაკავებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ის 2014-2016 წლებში ოდესაში უსაფრთხოების ბლოკს „მარჯვენა სექტორი“ ხელმძღვანელობდა.
2020 წელს მან კენჭი იყარა ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატად ეროვნული კორპუსის პარტიიდან, მაგრამ პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.