ტრამპი: მომავალ კვირას „მეტს გავიგებთ“ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მომდევნო ორშაბათს, 17 მარტს, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტ ჩერილ ატკისონთან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ფიქრობს, „ყველაფერი კარგად მიდის“.

„როგორც იცით, უკრაინულ მხარესთან გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ვცდილობთ, იგივე შეთანხმებას რუსეთთან მივაღწიოთ . ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ორშაბათს ცოტა მეტს გავიგებთ და იმედია, კარგი ამბავი იქნება“, – განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა პირდაპირ პასუხის გაცემაზე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის საპასუხო ზომების შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას სჯერა ვლადიმერ პუტინის თანხმობის.