კირ სტარმერი – ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ითამაშოს

ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

კირ სტარმერი - ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ითამაშოს

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებასთან დაკავშირებით თამაშები ითამაშოს.

კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, დღეს, კირ სტარმერი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას 25-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კირ სტარმერი შეხვედრაზე ლიდერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.