დონალდ ტრამპი: სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშაბათს თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება.

დონალდ ტრამპი

„სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ. შაბათ-კვირას სამუშაო შესრულდა“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა თქვა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს განხილული ორივე მხრიდან, უკრაინის და რუსეთის მხრიდან. უკვე ვსაუბრობთ ამაზე, გარკვეული აქტივების გაყოფაზე,“ – აცხადებს ტრამპი.