ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ ბოლო 24 საათში ამერიკულ სამხედრო გემებს შეუტიეს. აღნიშნულის შესახებ The Times of Israel-ი დაჯგუფების სპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.
„წითელ ზღვაში მეორედ 24 საათის განმავლობაში დაჯგუფებამ USS Harry S. Truman ავიამზიდზე რაკეტებით მიიტანა იერიში“, – წერს მედიასაშუალება.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ „მასიური სამხედრო მოქმედებების“ შესახებ ბრძანება გასცა და ირანს „ ჰუსიტების“ მხარდაჭერის გამო დაემუქრა.
„ჩვენ არ მოვითმენთ ჰუსიტების თავდასხმებს ამერიკულ გემებზე“, – განაცხადა ტრამპმა.
„ჰუსიტებმა“ ამერიკულ სამხედრო გემებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს.