მაკრონი ევროკავშირის ქვეყნებს: შეწყვიტეთ ამერიკული იარაღის ყიდვა, იყიდეთ ევროპული

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, შეწყვიტონ ამერიკული თავდაცვის აღჭურვილობის შეძენა და ამის ნაცვლად ყურადღება ევროპელი მწარმოებლებისკენ გადაიტანონ. ამის შესახებ მაკრონმა რამდენიმე ფრანგულ მედიასაშუალებასთან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა, წერს Politico.

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, დაარწმუნოს სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამჟამად ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობენ, ადგილობრივ შეიარაღებაზე გადაერთონ.

„ჩემი განზრახვაა, წავიდე და დავარწმუნო ევროპული ქვეყნები, რომლებიც მიეჩვივნენ ამერიკული პროდუქციის ყიდვას. მათ, ვინც ყიდულობს Patriot-ს, უნდა შესთავაზონ ახალი თაობის ფრანკო-იტალიური SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემა. მათ, ვინც ყიდულობს F-35-ს, უნდა შესთავაზონ Rafale. ეს არის წარმოების ტემპის გაზრდის საშუალება“, – განმარტა მან.