დღეს რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ 17 მარტს თავად თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლშიც გააკეთეს განცხადება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ლიდერების საუბრისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
ბოლოს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს შედგა.