აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის საჯარისო შენაერთებმა გვიან ღამით აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ოფიციალური ბაქო იუწყება, რომ ცეცხლი კეშიშქანდის რაიონის დასახლება არპადან, გარაკილსას რაიონის დასახლება საიბალიდან და ჩანბარაკის რაიონის დასახლება ვაჰანიდან გაიხსნა.
სომხურმა საჯარისო შენაერთებმა აზერბაიჯანული პოზიციები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს, აღნიშნეს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც. ოფიციალური ერევანი ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.