ლევან მაჭავარიანი: ოთხივე ოპოზიციური პარტია არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი და ისინი ერთიანი სცენარით მოქმედებენ

„მივმართავ, დანარჩენ 3 რადიკალურ პარტიას, რომლებიც ცდილობენ, გაემიჯნონ და აცხადებენ, ჩვენ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს არ წარმოვადგენთო. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როდესაც თუ გადავხედავთ ბატონი გვარამიას პარტიას და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, ისინი „ნაცმოძრაობა“ არიან თავიდან ბოლომდე, ბატონ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ბატონი ხაზარაძე, რომელიც ბიზნესპარტნიორი გახდა ამ პარტიის“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან მაჭავარიანი

დეპუტატის განცხადებით, ოთხივე ოპოზიციური პარტია არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი და ისინი ერთიანი სცენარით მოქმედებენ.

მისი თქმით, 4-ვე პარტია ერთად ცდილობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას და ერთად იმართებიან ქვეყნის გარედან.

„მივმართავ, დანარჩენ 3 რადიკალურ პარტიას, რომლებიც ცდილობენ, გაემიჯნონ და აცხადებენ, ჩვენ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს არ წარმოვადგენთო. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როდესაც თუ გადავხედავთ ბატონი გვარამიას პარტიას და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, ისინი „ნაცმოძრაობა“ არიან თავიდან ბოლომდე, ბატონ გახარიას 4 მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ბატონი ხაზარაძე, რომელიც ბიზნესპარტნიორი გახდა ამ პარტიის.

მინდა ფაქტები ჩამოვუთვალო ამ 4 რადიკალურ პარტიას და ვამხილო რატომ არიან ისინი ერთიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“:

✔️ თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო

✔️ ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის

✔️ ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით

✔️ ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო შავი ხვრელია რუსეთისთვის სანქციების თავია არიდებაში,

✔️ ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის აღებაში

✔️ ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი არის რუსული

✔️ ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი „ანტილგბტ“ პროპაგანდა კანონს

✔️ ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას

✔️ ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს; ერთად ცდილობთ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას

✔️ ერთად გააგზავნეთ „დანოსი“ ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი

✔️ ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და საქართველოს დასჯას

✔️ ერთად აორგანიზებდით 4 რევოლუციას

✔️ ერთად ცდილობთ ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციას

✔️ ერთად ხართ ჩასაფრებულები სტიქიებსა და ტრაგედიებზე

✔️ ერთად აჟღერებთ ერთიან მესიჯბოქსს

✔️ ერთად იმართებით ქვეყნის გარედან

სწორედ ამიტომ ერიდებით, მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იცით, რომ სრულიად ლუსტრირებულები ხართ, იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული, იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ და ნებისმიერი პატარა წარმატებაც თქვენთვის არის წარმოუდგენელი, იცით, რომ „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად დაგამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ჩვენს ხალხს სურს ეროვნული ხელისუფლება და ჩვენს ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, ვის პირობებში გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე“, – აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.