დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

ეს ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ტრამპის საუბარი პუტინთან საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.

მანამდე თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ განაცხადა, რომ საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყო და „კარგად ჩაიარა“.

ბოლოს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი 12 თებერვალს შედგა.