დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება.
ბორის ჯონსონის განცხადებით, კრემლის ლიდერს სურს უკრაინა რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ აქციოს, ხოლო უკრაინის მოკავშირეებს დასცინის.
„მას სურს უკრაინის განიარაღება. მას სურს უკრაინის განეიტრალება. მას სურს უკრაინა რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ აქციოს. ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. ის ჩვენ დაგვცინის“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.
ინფორმაციისთვის, 18 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო.
„ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებისთვის. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – აღნიშნა ტრამპმა.