ტრამპმა კანადას „ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ქვეყანა“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა არის „ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ქვეყანა“, რომელთანაც მას ოდესმე შეხება ჰქონია, – ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი

მან გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ კანადა „უნდა გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი“.

„ისინი უზარმაზარ ტარიფებს აწესებენ. კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისთვის უფრო ადვილია კანადის ლიბერალური პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ვიდრე კონსერვატორებთან.