უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის დიახ ან არა. არავითარი მაგრამ ან პირობების წამოყენება. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდა“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
მისი თქმით, ერთადერთ გამოსავალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა წარმოადგენს.
„თუ რუსეთი არ დათანხმდება, ჩვენ უკრაინის გასაძლიერებლად მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.